ქართული ენა როგორც მეორე მშობლიური ენა
суббота, 3 июля 2010 г.
ქართული ენა როგორც მეორე მშობლიური ენა
პროექტის სათაური: ქართული ენა როგორც მეორე მშობლიური ენა.
პროექტის მოკლე აღწერა:ვისაუბრებ ქართული ენის მნიშვნელობაზე და მისი ცოდნის აუცილებლობაზე.ჩემი ჩესაძლებლობების ფარგლებში გამოვიყენებ ყველაფერს,რომ ამ პროექტში მონაწილე არაქართველმა ბავშვებმა გულით შეიყვარონ და შეისწავლონ ქართული ენა,როგორც მეორე მშობლიური ენა.
პროექტის სრული აღწერა:ვისაუბრებ ქართული ენის მსოფლიო მნიშვნელობაზე.მის მრავალფეროვნებაზე,სიძველეზე და ქართული ანბანის უნიკალურობაზე.ამისათვის გამოვიყენებ დამხმარე სახელმძღვანელოებს და აგრეთვე ჩემს მიერ შედგენილ ლოზუნგებს.
მონაწილეთა ასაკი:
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ პირველი საფეხურის არაქართველი ბავშვები,როელთა ასაკი განისაზღვრება 6–11 წლამდე.
ვადები:/ხანგრძლივობა/პროექტი გაგრძელდება 3–თვის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ჩატარდება ქართული ენის გაკვეთილები.ამ პერიოდში პროექტში მონაწილე არაქართველი ბავშვები გაეცნობიან და ისწავლიან ქართულ ენას როგორც მათ მეორე მშობლიურ ენას. თვალსაჩინოებისთვის გამოვიყენებ სურათებს,სადაც ნაჩვენები იქნება ძვ.ქართული ისტორიული ძეგლები ძვ.ქართული წარწერებით.აგრეთვე ვისაუბრებ ქართული დამწერლობის სიძველეზე.ბავშვებისთვის უფრო თვალნათლივი და გასაგები რომ იყოს ყველაფერი,კლასში წარმოჩენილი იქნება როგორც ახალი ასევე ძველი და შუა საუკუნეების ანბანი პლაკატების სახით.პროექტის განმავლობაში მოკლედ მიმოვიხილავთ საქართველოს ისტორიას და კულტურას.ბავშვები თვითონ მოიძიებენ და გაეცნობიან რუგორც გვიანდელი პერიოდის ასევე თანამედროვე ქართველი მწერლების და მოღვღაწეების შემოქმედებას .
მოსალოდნელი შედეგები–პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:საქართველოში მცხოვრები არაქართველი ბავშვები სხვა კუთხით დაინახავენ და ვფიქრობ უფრო მეტად შეიყვარებენ იმ ქვეყანას სადაც ცხოვრობენ,ანუ თავიანთ სამშობლოს –საქართველოს.პროექტის შედეგად არაქართველი მოსახლეობა უფრო მეტად დაინახავს სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობას.ისწავლიან და შეიყვარებენ ქართულ ენას,როგორც მეორე მშობლიურ ენას.ხოლო პროექტის ეფექტურად განხორციელების შედეგად გვეყოლება უფრო მეტად ინტეგრირებული მომავალი თაობა.
სარგებელი სხვებისთვის:არაქართველ მოსახლეობას,რომელიც ცხოვრობს საქართველოში,იმის გათავისება და კარგად გააზრება,რომ ქართული ენის ცოდნა სარგებელს მოუტანს როგორც მას,ასევე ქართველებს,რადგან სახელმწიფო ენის ცოდნა საშუალებას მისცემს მას უფრო მეტად იგრძნოს თავი იმ საზოგადოებეს და ქვეყნის სრულუფლებიან წევრად სადაც ცხოვრობს.სახელმწიფო ენის ცოდნა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს არამარტო ქართველი და არაქართველი მოსახლეობის,არამედ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების დაახლოება დამეგობრებას. ( ქართველი ერი ხომ ამ მრავალფეროვნებაში ყალიბდებოდა ოდიდგან.)
სამუშაო ენა:ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:პროექტის ბოლოს ,რომელიც პარალელურად ჩატარდება სხვა არაქართულ,პარტნიორ სკოლებში,გაიმართება ქართული ენისადმი მიძღვნილი საღამო,სადაც მონაწილეობას მიიღებენ ამ პროექტში მონაწილე ბავშვები.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ეროვნულისასწავლოგეგმაპირდაპირითვალისწინებს ქართული ენის პოპულარიზაციას არაქართველ მოსახლეობაში.ეს პროექტი კი ხელს შეუწყობს არამარტო პოპულარიზაციას,არამედ დაახლოება დამეგობრებას.
პროექტის ,,ფასილიტატორი": ამ პროექტის ფასილიტატორად მოსქავლეებს წარვუდგენ ჩემს თავს.
პროექტის ფორუმი:პროექტის დაწყებისთანავე მონაწილეებს გავაცნობ ამ პროექტის მოკლე გეგმას და მისი ეფექტურად წარმართვის შემთხვევაში მოსალოდნელ ყველა დადებით შედეგს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)